მასტურბაციის მეფე!
“რასაც არ უნდა აკეთებდე კარგად, გახსოვდეს, ყოველთვის მოიძებნება ჩინელი, რომელიც ამას უკეთესად აკეთებს” – სტანისლავ დავიდოვი.
ტიპი, რომლის მეგობარ გოგოსაც მაინც და მაინც არ აღფრთოვანებს სექსი, მიმართავს მრავალნაცად და ეფექტურ საშუალებას თვითდაკმაყოფილებისა – მასტურბაციას. რაღაცა მარათონიც კი მოუგია და მასტურბაციის მეფის ტიტულიც მოიხვეჭა. დაწვრილებით ვიდეოში:
სამი დსმა (16+)
არამარტო არასრულწლოვანთათვის, არამედ ზრდასრულთათვისაც არაა რეკომენდებული, წაიკითხონ ქვემოთმოყვანილი ტექსტი,
რამდენადაც ის შეიცავს ძლიერ ლექსიკას და ეშკმაკმა იცის, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, ამად ღირს, თუ არა.
* * *
- გაააჯვიი!
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ხი, ხი, ხი, ხი…
- გადი, ბიჭო, გაწიე ეგ ყლეობა!
- ბუუუ, ჰა, ჰა, ჰა, ჰაააა…
- აუ, მოგტყნავ ეხლა!
- მოვიდააა!
- გააჯვი, ბიჭო, მეზიზღება-მეთქი!!!
- გეზიზღება კი არა, გეშინია, შე ყვერო, შენა!
- ბოზი ვიყო, მოგხვდება!
- რა მომხვდება?!
- რა და, აი ესა!.. – რეზიმ შეშინებული ადამიანის სისწრაფით ჯიბიდან მძიმე და დიდი მობილური ტელეფონი ამოიღო, ჩინური – რკინის კორპუსით და გუგას ისეთი ძალით გაუქანა, რომ არ ასცდენოდა, უეჭველად თავს გაუხეთქავდა.
გუგა გაშრა.
- გამოყლევდი, შეჩემა? ეგ რო მომხვედროდა, მომიტყნავდა სახეს!
- რა, არა გაქ მოსატყნავი, რო?! – შეუღრინა რეზიმ.
- შე, ყლეო! – მიაძახა გუგამ გესლიანად და მკვდარი ვირთხა ზედ მიაგდო. რეზიმ ჯერ შემზარავი ხმით იღრიალა, მერე ორივე ხელი რაღაცნაირად აიქნია და თითქოს უხილავი თოკებით ჰქონდა მაჯებზე მიბმულიო, ფეხებიც ააყოლა. ამ უცნაურ და უცაბედ მოძრაობას ძველმა ხის სკამმა ვერ გაუძლო და ჩატყდა. რეზი იატაკზე აღმოჩნდა გულაღმა მწოლიარე, ხოლო მის ფეხებს შორის მკვდარი ვირთხა ისე ეგდო, თითქოს ამ სცენაში არავითარი წვლილი არ მიუძღვოდა მის არსებობას. გუგა ჩაბჟირდა. რეზი წამით გაშეშდა, წამოდგომა სცადა, ფეხი აუცურდა, დაეცა, წამოხტა და ოთახიდან გავარდა. გუგა ერთი ხელით სიცილისაგან ატკიებულ მუცელს ებღაუჭებოდა, ხოლო მეორეთი ცრემლებს იწმენდდა. (more…)
შენი და ჩემს დანახვაზე სველდება
დღეს ავტობუსის გაჩერებაზე კონტროლიორმა სიგარეტი მთხოვა. მე მივაწოდე და ერთად გავაბოლეთ. ავტობუსი იგვიანებდა, გამოველაპარაკე, ის კი ლაქ-ლაქის დიდი მოყვარული აღმოჩნდა და მთელი ათი თუ თხუთმეტი წუთი ვისაუბრეთ, თუ რა მძიმეა კონტროლიორის ხვედრი, რომ ბევრს მუშაობენ, ცოტას უხდიან, ხალხს შიგა აქვს, ვისთან აღარ უწევთ ურთიერთობა, რომ ქვეყანა გადაირია და უფსკრულისაკენ მივექანებით.
ამ დროს მოგვიახლოვდა ერთი ჯმუხი და შავგვრემანი ტიპი, ასე ორმოციოდე წლის ( აზერბაიჯანელი – როგორც შემდეგ გაირკვა) თან ოთხი თუ ხუთი ბავშვი ახლდა, შვილები იყვნენ ალბათ. ზრდილობიანად, უსაძაგლესი აქცენტითა და რუსულად გვკითხა, როგორ მოხვედრილიყო “ნა ფლოშად სვაბოდი”. კონტროლიორმა უთხრა, რომ უნდა დალოდებოდა ორმოცდაორ ან ექვს ნომერ ავტობუსს და შემდეგ გაჰყოლოდა, რომელიც პირველი მოვიდოდა. ბილეთი, “რაზუმეეტსია” უნდა აეღო. როგორ და “კასაა” რა! “ფიდისიათ კოფეიკ ქინეშ, ბილეტ ვიტაშიშ”. ასორმოცდაათი ნომერი მოვიდა ზემოაღნიშნულების ნაცვლად და აზერს ვუთხარი აილალენით, ესეც მიდის “ნა ფლოშად სვაბოდი”-მეთქი. აღფრთოვანდა იმ ფაქტით, რომ მე – სტუდენტს “სქიდქა” მაქ და ოც თეთრად ვმგზავრობ ხოლო “დეტი ვოფშე ნე ფლოტიატ”. “უ ნას ვ ბაქუ ტაქ ნეთუ, ქაზლი, გოვორიუ ცებე! ნაშ გადავოი ბიუდჯეთ დვაცეთ მილიარდ, ქუდა ანი ეთი ძენგი სუნუთ, ნე ფონიაც! ნუ ი შთო, შთო უ ნას გორიუჩეე ზა ფოლ ცენი ზათო უ ნაშიხ სთუდენთოვ ი შქოლნიქ სქიდქი ნა გოსუდარსთვენნი თრანსფართ, ნთ, თე შთოო! ქანეშნა ნეთუ! უ ვას ვსო ქა ფო ფოვოჩქამ რაზლოჟენა, ვსო ვ ფორიადქე, ვსო ჩისთა, ა უ ნას ქაქ ქაშა! ნეე, ნეე, ზდეს ქულთურა ჩუსთვუეთსია”. ვუსმენდი და მსიამოვნებდა, რომ ჩემს ქალაქში უფრო “ჩუსთვუეთსა ქულთურა” ვიდრე ვიღაცის, ვისაც ყელამდე ნავთობი, გაზი, როგორც იტყვიან შავი ოქრო აქვს, მაგრამ მაინც იმ ოქროსავით შავ მძღნერში ზის და თვალი ჩემი თბილისის ქუჩებზე რჩება.
ავტობუსიდან გაღიმებული ჩამოვედი და გვერდით ორმა ტიპმა ჩამიარა, ერთი მეორეს ეუბნებოდა – შენი და ჩემს დანახვაზე სველდებაო. და მეორემ უპასუხა, ვიციო.
ზუსტად თხუთმეტი წამი მოვასწარი, შემენარჩუნებინა ის სიამაყის შეგრძნება, რომელიც აზერთან შეხვედრამ გამიჩინა :D
#1

ოცნებებითა და სანატრელი გეგმებით დატვირთულ ვაგონებს პესიმიზმის ძრავით ამოქმედებული ლოკომოტივი ცხოვრებისეული ერთფეროვნების რელსებზე მიაქანებს რეალისტური შეხედულებებისა და ნებით თუ უნებლიედ განვითარებული ნიჰილისტური მრწამსის ქურისკენ. იქ ყველაფერი იხარშება და იბუგება ისე, რომ ნაცარსა და მტვერსაც ვერ იპოვის ჩემი მეორე მეოცნებე მე.
სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. არის დღეს, არის ხვალ და არის გუშინ. ის დღე კი, რომლის დიდ და მდიდრულად მორთულ სადგურზეც ჩემი სურვილით უნდა მოხვდეს ოცნებების მატარებელი, სადღაც შორს ისე ბუნდოვნად მოსჩანს, ვერც კი გამიაზრებია, მართლა არის ის იქ, თუ ჩემი ცოცხალ-მკვდარი და დაჩიავებული იმედი მიქმნის ილუზიას.
წუხელ მთელი ღამე წვიმდა. ხან ცრიდა, ხან ოდნავ ახმაურდებოდა და სულ ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს, ეს ესაა გადაიღებს და შეჩერდებაო, მაგრამ მთელი ღამე ერთგულად იწვიმა. დილას ცრიდა და შუადღისკენ უკვე გადაიღო.
ეწვიმა მთელი დღე გადაუღებლად(?)
მე და წიგნები

ამასწინათ, რაღაც ვაკანსია იყო გამოცხადებული jobs.ge-ზე. ერთერთი გამომცემლობა რედაქტორს ეძებდა. მოთხოვნებს გარკვეულწილად ვაკმაყოფილებდი, მხოლოდ, რეზუმესთან ერთად საჭირო იყო გაგვეგზავნა მოკლე ესე სათაურით – მე და წიგნები. ესე დავწერე, გამომცემლობიდან არ დაურეკავთ :D. მე ჩემი ესე მაინც მომწონს და მინდა, აქ დავპოსტო.
წიგნთან ურთიერთობა ადრეულ ასაკშივე დავიწყე. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამაჩემი რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს მიკითხავდა ხოლმე. იგი ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ მე წიგნიერებითა და განათლებით დავეინტერესებინე, არამედ იმიტომ, რომ წმინდა და კეთილგონიერი ღირებულებები მეგრძნო და ჩემი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბების პირველივე ნაბიჯები გაჯერებულიყო იმ ჭეშმარიტი ადამიანური მოტივებით, რომელნიც ისე ჩქეფდნენ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში, როგორც ჩემს ძარღვებში მამას სისხლი. ისტორიკოსი მამისა და ფილოლოგი დედის ოჯახში, ბავშვობიდანვე წიგნებით ვიყავი გარემოცული და წერა-კითხვა სკოლაში მისვლამდე ბევრად ადრე ვისწავლე.
კარგად მახსოვს, ოთხი წლის ვიყავი, ერთ დღეს მამამ ვაჟა–ფშაველას სქელტანიანი წიგნი გადმოიღო, გვერდით მომისვა და ალუდა ქეთელაურს ისეთი გატაცებით მიკითხავდა, რომ ჩემი უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით თავი შატილში ამოვყავი. ნაწარმოების სიღრმესა და მასში ჩაქსოვილ, ეპოქისათვის დამახასიათებელ პრობლემას, რა თქმა უნდა, ოთხი წლისა ვერ გავიაზრებდი, მაგრამ იმდენად მძაფრად განვიცადე მუცალის სიკვდილი, მინდიას მიერ ქისტის მკლავის მოკვეთა და ალუდას თემიდან გაძევების ფაქტი, რამდენადაც ეს ჩემს ბავშვურ სულსა და გულს შეეძლო. სიტყვები – „ერთიც მაისმა შორიდან მწარე ქვითინი ქალისა“ იმხელა სევდას მგვრიდა, რომ თვალზე ცრემლი მადგებოდა. ამ შეგრძნებებმა ჩემში კითხვის სწავლის სურვილი გააღვიძეს და მამას შევუჩნდი.
ერთხელ, როცა მამას ბიძას, ოთარ რჩეულიშვილს, ვსტუმრობდით, მამამ მასთან საუბარში ჩემი წერა–კითხვისაკენ მიდრეკილების შესახებ ჩამოაგდო სიტყვა. იმ დღეს, საჩუქრად ორი წიგნი მივიღე. პირველი და მეორე კლასის, იაკობ გოგებაშვილი, „დედა ენა“. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე წიგნებს ვუკირკიტებდი და კითხვასაც მალე ავუღე ალღო. სამწუხაროდ, ასეთი ბეჯითი და დაუცხრომელი მიდრეკილება სწავლისადმი ბოლომდე არ გამყოლია. როდესაც სკოლაში დიდი სერიოზულობით მომთხოვეს ის, რაც ჩემთვის უადვილესი იყო (სპეციალურ რვეულში ასო–ბგერების გამოწერა და „აი თითის“ დამარცვლით კითხვა), მეცადინეობაზე ხელი ავიღე და (more…)
რობერტი და კადილაკი

ზამთარი მოვიდა.
ყველაფერი დამთავრდა.
შემოდგომის უკანასკნელი გმინვა და ფაჩუნი მისწყდა რობერტის ავტოფარეხის კართან, რომელშიც რობერტმა თავისი კადილაკი შეაცურა, გადმოვიდა, გაუღიმა როგორც ბავშვს მზრუნველმა მამამ და ისე ჩააქრო შუქი.
რობერტი ფარეხიდან შიდა კიბით თავისი ძველი სახლის დერეფანში ავიდა, კარი მოიხურა და ლურსმანზე თავისი ძველი ტყავის ქურთუკი ჩამოჰკიდა.
შესცივდა რობერტს. ჯეკ დენიელსის ბოთლი ეძახდა, რომელიც ნახევრად ცარიელი ეგდო სავარძლის ფეხებთან. სავარძლის წინ იყო ბუხარი.
ბუხარი გიზგიზებდა, რობერტი ვისკის წრუპავდა და უყურებდა ფანჯარას, რომელიც მალე, სულ მალე ჯადოსნური სითეთრის პეიზაჟს ჩაიხატავდა ჩარჩოებში და ცისფრად ამოიჭირხლებოდა. რობერტი ძვლებით გრძნობდა ამას.
რობერტი მძღოლი იყო.
მთელი თავისი ცხოვრება მძღოლი იყო.
როდესაც ცამეტი წლისა მამას ფერმაზე ეხმარებოდა, (more…)
ჩემი, როგორც ბლოგერის, დაბრუნება!
მინდა, ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მათ ვინც იცით, რომ მე ერთ დროს ვბლოგერობდი, შეგატყობინოთ, რომ ვაპირებ აღვსგე ფენიქსებრ! რატომ გადავწყვიტე – 1. მომინდა 2. ძალიან მომინდა 3. ძალიან ძალიან მომინდა
რატომ მომინდა, არ მკითხოთ, არ ვიცი! ერთი რამ ვიცი, რომ ჩემი ბლოგერული წარსული დიდი წარმატებებით არ გამოირჩევა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ძალიან ზარმაცი ვარ, არამედ იმიტომ, რომ რამდენი ბლოგიც არ შევქმენი, რაღაც გარკვეულ თემატიკასა თუ გაქანებას მივუძღვენი, რამაც შემდეგ ჩარჩოებში მომაქცია და მეც ამ ჩარჩოებიან ბლოგს ზურგი ვაქციე. ახლა ამ ბლოგიდან ჩემი წინა პოსტები წავშალე და გადავწყვიტე ვაცოცლო და განვაახლო ხოლმე ჩემი ბლოგი ჩემი აზრებით, სიახლეებით, ნაწერებით, ნახატებით (სამსახურში უსაქმურობისას ფეინთში ისეთ კაი რამეებს ვხატავ, რომ არ გაჩვენოთ, არ შეიძლება) და ა.შ.
მოკლედ და კონკრეტულად, ძვირფასო პუბლიკავ, მინდა გამცნოთ, რომ Raycher-ის ბლოგი ამჯერად უჟანრო და უჩარჩოო დაქოქილია და თახთახებს.
მეწვიეთ ხოლმე დრო და დრო.




leave a comment