#1

ოცნებებითა და სანატრელი გეგმებით დატვირთულ ვაგონებს პესიმიზმის ძრავით ამოქმედებული ლოკომოტივი ცხოვრებისეული ერთფეროვნების რელსებზე მიაქანებს რეალისტური შეხედულებებისა და ნებით თუ უნებლიედ განვითარებული ნიჰილისტური მრწამსის ქურისკენ. იქ ყველაფერი იხარშება და იბუგება ისე, რომ ნაცარსა და მტვერსაც ვერ იპოვის ჩემი მეორე მეოცნებე მე.
სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. არის დღეს, არის ხვალ და არის გუშინ. ის დღე კი, რომლის დიდ და მდიდრულად მორთულ სადგურზეც ჩემი სურვილით უნდა მოხვდეს ოცნებების მატარებელი, სადღაც შორს ისე ბუნდოვნად მოსჩანს, ვერც კი გამიაზრებია, მართლა არის ის იქ, თუ ჩემი ცოცხალ-მკვდარი და დაჩიავებული იმედი მიქმნის ილუზიას.
წუხელ მთელი ღამე წვიმდა. ხან ცრიდა, ხან ოდნავ ახმაურდებოდა და სულ ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს, ეს ესაა გადაიღებს და შეჩერდებაო, მაგრამ მთელი ღამე ერთგულად იწვიმა. დილას ცრიდა და შუადღისკენ უკვე გადაიღო.
ეწვიმა მთელი დღე გადაუღებლად(?)
leave a comment