Raycher's Goddamn Blog

სამი დსმა (16+)

Posted in ჩემი პროზა by Raycher on October 20, 2011

არამარტო არასრულწლოვანთათვის, არამედ ზრდასრულთათვისაც არაა რეკომენდებული, წაიკითხონ ქვემოთმოყვანილი ტექსტი,
რამდენადაც ის შეიცავს ძლიერ ლექსიკას და ეშკმაკმა იცის, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, ამად ღირს, თუ არა.

* * *

-          გაააჯვიი!

-          ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ხი, ხი, ხი, ხი…

-          გადი, ბიჭო, გაწიე ეგ ყლეობა!

-          ბუუუ, ჰა, ჰა, ჰა, ჰაააა…

-          აუ, მოგტყნავ ეხლა!

-          მოვიდააა!

-          გააჯვი, ბიჭო, მეზიზღება-მეთქი!!!

-          გეზიზღება კი არა, გეშინია, შე ყვერო, შენა!

-          ბოზი ვიყო, მოგხვდება!

-          რა მომხვდება?!

-          რა და, აი ესა!.. – რეზიმ შეშინებული ადამიანის სისწრაფით ჯიბიდან მძიმე და დიდი მობილური ტელეფონი ამოიღო, ჩინური – რკინის კორპუსით და გუგას ისეთი ძალით გაუქანა, რომ არ ასცდენოდა, უეჭველად თავს გაუხეთქავდა.

გუგა გაშრა.

-          გამოყლევდი, შეჩემა? ეგ რო მომხვედროდა, მომიტყნავდა სახეს!

-          რა, არა გაქ მოსატყნავი, რო?! – შეუღრინა რეზიმ.

-          შე, ყლეო! – მიაძახა გუგამ გესლიანად და მკვდარი ვირთხა ზედ მიაგდო. რეზიმ ჯერ შემზარავი ხმით იღრიალა, მერე ორივე ხელი რაღაცნაირად აიქნია და თითქოს უხილავი თოკებით ჰქონდა მაჯებზე მიბმულიო, ფეხებიც ააყოლა. ამ უცნაურ და უცაბედ მოძრაობას ძველმა ხის სკამმა ვერ გაუძლო და ჩატყდა. რეზი იატაკზე აღმოჩნდა გულაღმა მწოლიარე, ხოლო მის ფეხებს შორის მკვდარი ვირთხა ისე ეგდო, თითქოს ამ სცენაში არავითარი წვლილი არ მიუძღვოდა მის არსებობას. გუგა ჩაბჟირდა. რეზი წამით გაშეშდა, წამოდგომა სცადა, ფეხი აუცურდა, დაეცა, წამოხტა და ოთახიდან გავარდა. გუგა ერთი ხელით სიცილისაგან ატკიებულ მუცელს ებღაუჭებოდა, ხოლო მეორეთი ცრემლებს იწმენდდა.

იქვე კომპიუტერთან დიდი ყურსასმენებით ნიკა იჯდა, რომელსაც არც დაუნახავს და არც გაუგია, რა მოხდა ოთახში. თავისთვის ვორქრაფთს თამაშობდა. რეზიმ სული მოიბრუნა, როგორც იქნა ამოისუნთქა, ტელევიზორი ჩართო, სიგარეტს მოუკიდა და დივანზე მიწვა. ორიოდე წუთის შემდეგ, როცა ნიკა გამოფხიზლდა და მიმოიხედა, გაკვირვებულმა იკითხა:

-          რა მოხდა აქ, ეე?

რეზიმ ისე შეხედა, როგორც საცოდავ, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ, იმბეცილ ბავშვს უყურებენ:

-          აუ, შენც მაგარი ყლე ხარ, ბოზიშვილივიყო – და სიგარეტის ნამწვი ესროლა.

-          ეე, შიგ ხო არა გაქ! – წამოხტა ნიკა – ყლეო! გუგა რა იქნა?

-          რავი, მაგის კარგიც მოვტყან, გაიქცა…

-          რას ქვია, გაიქცა?

-       ვირთხა მივაგდე ზედ და შიშისაგან ჯერ აყლისთავდა, მერე – გუგა სიცილს ვერ იკავებდა – მერე ადგომას ჩალიჩობდა, ერთი საათი იფორთხიალა და ბოლოს როგორც იქნა ადგა ფეხზე და გაიქცა – ამაყად ჩააბარა პატაკი ნიკას გუგამ.

-          რა  ყლე ხარ, შეჩემა, არ იცი, როგორ ეშინია მაგას ეგეთი ყლეობების? – სერიოზულად უსაყვედურა ნიკამ და ვირთხასთან ჩაიკუზა.

-          კაი, რა შეჩემა, გავეხუმრე – ცალყბად იმართლა თავი გუგამ.

-          შენ იხუმრე და მასე შეიძლება ადამიანს გული გაუხეთქო – ნიკამ კუდით ასწია ვირთხა და სანაგვე ყუთში ჩააგდო.

-          კაი, რა თუ ძმა ხარ, გული არა – ყლე…

ნიკა მობრუნდა და გაფითრდა.

-          ეს რა არი, შეჩემა!? – გაოგნებული სახით გასძახა გუგას, რომელიც დერეფანში, ტუალეტის ღია კარში იდგა და განცხრომით ფსამდა.

-          რაა, შეჩე? – ასძახა ჭერს გუგამ.

-          რა რაა, შე ყლეო, ჩემს სადიპლომო ნამუშევარში რეზის ჩინური ყლეობა რატოა გათხრილი!? – ღრიალით დაამთავრა ნიკამ წინადადება.

გუგას ფერი ეცვალა, მაგრამ  ხმა არ ამოუღია. ავლადიდება დააბინავა, ხელები მაიკაზე შეიწმინდა და ოთახში შებრუნდა, სადაც ყბამოქცეული ნიკა გაქვავებულიყო და პასუხს ელოდა. რა ეპასუხა არ იცოდა, პირი დააღო ღრმად ჩაისუნთქა და აღიარა.

-          მმმმ… რეზიმ მესროლა და…

-          და!? – დაიხრიალა ნიკამ

-          და ამცდა! – გაიღიმა გუგამ ყურებამდე – აზრზე ხარ, ეგ რო მომხვედროდა, მომიტყნავდა სახეს!

-          შე ყლეო! – დაიღრიალა ნიკამ – მოგიტყნავთ ორივეს ჯიშს! ერთი კვირა ვძერწავდი ამ ყლეობას!!! ორი კვირაა ვაშრობ ამ ყლე ამინდის გამო, ძლივს ოდნავ გამაგრდა და აქეთ გამოვიტანე, მზე უფრო მეტად მიუდგება-მეთქი და შენი ყლე თავის გამო რეზიმ თხარა სახეში თავისი მობილური!!! დღეს შაბათია! ორშაბათს პრეზენტაცია მქონდა, რა ყლეს ვეტაკო ეხლა! – უკანსკნელ ხმაზე ყვიროდა ნიკა. წამოწითლდა და ძარღვები დაებურცა – ჰა!? რა ვქნა-მეთქი, ახლა!?

-          რაააავი მე, შეჩე – ხმა უთრთოდა გუგას – ისა, ავანგარდულ პონტში არ წავა? ექსპერიმენტალური ხელოვნება, რამე, ენდი უორჰოლი, მალევიჩი და ამბავი, ჰა, არა? ვითომ ეგრე ჩაიფიქრე, რა… ნუუუ დავუბრუნებთ რეზის ტელეფონს. მე, მეე ვუყიდი, ბოზიშვილივიყო.. – უსუსურად და უმწეოდ იღიმებოდა და იმართლებდა თავს გუგა და თან უკან იხევდა. ნიკა დუღდა და გუგასკენ მიიწევდა.

-          ავანგარდულად მოგტყნავ ეხლა!!! – შეჰყვირა ნიკამ!

-          კაი შეჩე, დამშვიდდი, რა მოგივიდა, მართლა გეუბნები..

-          არა ვარ მე ავანგარდისტი!!! – ნიკა ტონს არ იცვლიდა.

-     არც ბაბუაჩემი იყო შეჩე მეომარი, მაგრამ წაიყვანეს ომში და შენ ხომ ომში არავის მიჰყევხარ? დათმე შენი პრინციპი ერთხელ, რა მოხდება? თან თუ პრეზენტაციის დროს რეზის ვინმე დაურეკავს, შენი ქანდაკება აჭყვიტინდება – გაიკრიჭა გუგა. ნიკამ ცარიელ ლუდის ბოთლს წამოავლო ხელი, გუგა მიხვდა, რომ ყველაფერი სერიოზულად იყო და სერიოზულადვე დაიწყო სიტუაციიდან გამოსავლის ძიება.

-      კარგი, შეჩემა! გეყოფა! გამოუძერწე ახლიდან ცხვირპირი და ეგაა რა, მთლიანად ხომ არ გაგხდომია დასამზადებელი? ახლიდან ამოძერწე ეგ ოხერი დინგი და ბოზიშვილივიყო თუ ჩემს დას არ მოვპარო ფენი მაგის გასაშრობად! – ამ დროს ნიკას მძვინვარებამ გადაუარა და მიხვდა, რომ არც ისე ტრაგიკულად იყო საქმე, როგორც თვითონ აღიქვამდა. ლუდის ბოთლი დადგა და რაკი შინაგანად ვერ შეურიგდა იმ ფაქტს, რომ გუგაზე შური ვერ იძია, გესლიანად მიუგდო:

-          ყურადღებით იყავი, შენი დის ფენი და ვიბრატორი არ აგერიოს ერთმანეთში!

-          ნუ გეშინია, შეჩე, ფენს ხომ მეც ვხმარობ ხოლმე, გავარჩევ როგორმე! – გაიკრიჭა ნიკა, ქურთუკი საკიდიდან ჩამოხსნა და სადარბაზოში გაუჩინარდა.

ნიკა გუგას ამ რეაქციამ არ გააკვირვა, რადგან იცოდა მის ძმაკაცს (პრინციპში მასაც) „ეგეთი რამეები ყლეზე ეკიდა“. დაჯდა. გააცნობიერა აშკარა სურვილი, რომ ყველაფერი თავიდან ამოეგდო და დაევიწყებინა, დამშვიდებულიყო და კონცენტრირება მოეხდინა პრობლემაზე, რომელსაც ნერვების დაკაწვრითა და კბილთა ღრჭენით ნამდვილად ვერ მოაგვარებდა.

არ გასულა ნახევარი საათი, რომ რეზი დაბრუნდა. კარი შემოაღო და გარედან მოაყურადა. მერე ნელა შემოდგა ერთი ფეხი, მეორე და შემოსასვლელში უჩუმრად შემოიძურწა. ნიკა თავისი ოთახიდან ხედავდა სარკეს, რომელიც დერეფანში ეკიდა და მასში აშკარად ჩანდა, თუ როგორი თრთოლვითა და კურდღლური შიშით, გაფაციცებითა და სიფრთხილით მოიპარებოდა რეზი. ნიკა ძალიან გაართო ამ სანახაობამ. უცბად გაახსენდა ებრაელი პიანისტი, ფილმიდან „პიანისტი“, რომელიც ზუსტად ისე უფრთხოდა ფაშისტებს, როგორც ამ წუთას რეზი გუგას და მის ლუგერს, ამ შემთხვევაში – მკვდარ ვირთხას. ნიკას გაახსენდა ფილმი, ის მსახიობი – მთავარ როლში, როგორ დაიპარებოდა ფაშისტებისაგან დამძვრალი უსუსური, უდანაშაულო, ებრაელი პიანისტი (ამის შემდეგ ნიკა და მთელი სამეგობრო წრე რეზის ზედმეტსახელად „პიანისტს“ დაუძახებს) ძველ ნანგრევებში და როგორ დაეძებდა თუნდაც რაიმე საკვების მსგავსს, რომ სული არ ამოხდომოდა შიმშილისგან. ნიკამ თავის თავს დაავალა, აუცილებლად ენახა ეს ფილმი მეორედ, რათა შეედარებინა რეზის ამჟამინდელი, რეალური, შიში, რომელიც მთელი თავისი ნატურით გამოიხატებოდა იმ შიშთან, რომელსაც ფილმში მსახიობი თავისი მსახიობური ოსტატობის მეშვეობით გამოხატავდა. უეცრად გაუჩნდა ასეთი უდიდესი სურვილი, რაღაც ახირების მსგავსი შეედარებინა ეს ორი ფენომენი ერთმანეთისათვის – გენიალურად ნათამაშები და სულიერ ტკივილამდე რეალურად განცდილი გრძნობა – შიში, რომელსაც მთლიანად მოეცვა ამ წუთას რეზის არსება, მაგრამ მას რაღაც მაინც აბედინებდა აქ შემოსვლას. ნიკა მიხვდა.

-          ამას ეძებ!? – შეძახილი და ნიკას რეზის წინ მიწიდან ამომძვრალივით აღმოჩენა – ერთი იყო. მას ხელში რეზის მობილური ეჭირა, რომელიც ნახევრად მთხვრილი იყო, რაღაც თიხის მსგავსი ნივთიერებით.

-          აა..ა…ა…ა…ააა..ა!! ჰ…ჰ..ჰჰო! – აღმოხდა  პიანისტს და უდაბნოში ძალით ნათრევი ავადმყოფი მონასავით ჩაიკეცა.

-          რა გჭირს, შეჩემა!? სუფთა, პიანისტი ხარ რა! ბოზიშვილივიყო, პიანისტი ხარ! – ხარხარებდა ნიკა.

რეზის გულისწასვლა დიდხანს არ გაგრძელებულა ორიოდე წუთში აზრზე მოვიდა, წყალი შეისხა, დაწყნარდა და გადაწყვიტა:

-          გუგას მოვკლავ, ჩმპრშგვთვ!

-          ვერაფერს ვერ უზამ! – უპასუხა ნიკამ ისე, რომ ზედ არ შეუხედავს.

-          ძმობას გაფიცებ, რისი ეშინია, არ იცი? – დაიწყო რეზიმ შურისძიებისათვის ადვილი გზის ძიება.

-          უაფრიჰ! – მიუგო ნიკამ გამოტენილი პირით – ენდვიჰი ნდა?

-          დაიცა, რა დროს სენდვიჩია, რას ნიშნავს, არაფრის!?

-          . . . – ნიკა ღეჭავდა.

-          კაი და ყველაზე ძვირფასი ვინ ან რა არის მაგისთვის, იმაზე რო ვეღადაო, ჰა? არ წავა?  – გაშალა ხელები რეზიმ. ნიკამ როგორც იქნა ლუკმა ჩაყლაპა და მიუგო:

-          ბიჯო, ვცადე ეგ, მაგრამ ხო იცი, არა, რა როჟაა. ყლეზე კიდია. ტიპს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ. არავითარი ღირებულება არ გააჩნია. რომ დაინახოს, მამა დას როგორ უტყნავს, შეიძლება აუდგეს. – თქვა ნიკამ პროფესიონალური სერიოზულობით და სენდვიჩს ძირითადი ნაწილი კბილებით მოაბრდღვნა.

-          ნიკა დაიღრიჯა.

-          ა იყო, ა გევაჰება ენდვიჰი?

-          სენდივიჩი არ მევასება კი არა, რა მეტაფორა გააძრე, შეჩემა, გამოვყლევდი, საიდან იგონებ ეგეთ რაღაცეებს!? – ზიზღიანად ჰკითხა რეზიმ ნიკას. ნიკამ რამდენადაც მოახერხა და თუ შეიძლება, ასე ითქვას, სენდვიჩით გამოტენილი პირით გაიღიმა და ბეკონის, ყველის, მწვანილის, სალათის ფურცლის, პურის ნამცეცებისა და ხახვის რგოლებს შორის გამოსცრა:

-          დობდო პოჟაროვაწ ვ მოი მირ!

რეზი ისე უცქერდა ნიკას, როგორც უცქერენ, ვთქვათ, ცხენის მყრალ ლეშს ივლისის თვეში შუადღისას და შუა გზაზე.

-          განა შენ გუგაზე ნაკლები ხარ! – სცადა რეზიმ ნიკას გაკვირვება. ამ უკანასკნელმა ეს კომპლიმენტად მიიღო და ცნობისმოყვარეობაც კი გამოიჩინა:

-          რა პონტში?

-          რა რა პონტში!? ერთნაირი გათახსირებულები ხართ ორივე! – ზურგშექცევით ელაპარაკებოდა ნიკას რეზი. ნიკამ მზაკვრულად გაიღიმა, რაც შეიძლებოდა ბევრი კოკა-კოლა მოსვა და იმხელა ხმაზე დააბოყინა, ფანჯრებს მთლად ზრიალი არ დაუწყიათ, მაგრამ აშკარა ვიბრაცია იგრძნეს.

-          ფუუუჰ! ჩაგცეს გლანდებში წიხლი მამაჩემმა! – ცხვირზე ხელი აიფარა რეზიმ.

-          რა იყო, შეჩემა, რას იწყევლები?

-          სენდვიჩი ჭამე თუ ხახვის მოსავალი აიღე მაგ პირით, შეჩემა, რა იყო, რა სუნი დააყენე!? – სახის ჭმუხვნით ამოიკვნესა რეზიმ და ფანჯრების გაღება დაიწყო.

-          ეე!

-          რაა!?

-          ცივა!

-          იდი ნახუი, ყაარს აქაურობა!!! – ცხვირზე ხელმოჭერილი ბრაზობდა რეზი.

ნიკა კიდევ კოკაკოლას წრუპავდა და შემდეგი დარტყმისათვის ემზადებოდა. ქანდაკება კი იდგა ხელებჩამოყრილი გაუნძრევლად და ძალიან ჰგავდა,  მთვრალ მუსიკოსს, მაგალითად  ტომ უეიტსს. ძალიან ჰგავდა, არა მარტო იმიტომ, რომ ნიკას ტომ უეიტსი უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ნიკა მართლაც მაგარი იყო თავის საქმეში და ეს თვითონაც იცოდა. ისიც იცოდა, რომ გუგა სინამდვილეში დასალევის საშოვნელად წავიდა და სულ მალე კონიაკის ბოთლით მოადგებოდა უკან. რეზი ამაღამ აქ დარჩებოდა, რადგან თავის ერთოთახიან ბინაში ვერ დაბრუნდებოდა, იქ ხომ მის დას თავისი საყვარელი მიჰყავდა შაბათობით. გუგა მთელი დღე იოხუნჯებდა, დალევდა, მოწევდა, იცინებდა, რეზის კიდევ შეაშინებდა, ნიკას ნერვებს მოუშლიდა, მაგრამ, როცა ყველა დაიძინებდა, აივანზე გავიდოდა, ღერს ღერზე მოუკიდებდა და გათენებას დაელოდებოდა, რადგან დღეს ზუსტად ერთი წელი სრულდებოდა, იმ დღიდან, როცა კაცი შემოაკვდა და ეს ყველამ აპატია, საკუთარი თავის გარდა. იცოდა ნიკამ თავისი ორი უბედური ძმაკაცის ამბავი და ლამის საკუთარ თავზე მეტად უყვარდა ისინი, მაგრამ ამაში არც ფხიზელი და არც მთვრალი არ გამოტყდებოდა. ერთადერთი სადაც ეს სიყვარული გამოსჭვიოდა ხოლმე იყო ძნელად შესამჩნევი ალერსიანი ტონი, რომლითაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდა ხოლმე:

-          ყლეები, მაგათი პირში შევეცი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.